Saturday, December 15, 2018
მეცხრე დღის რეფლექსია
მეცხრე დღეს გადავხედეთ და დავასრულეთ ჩვენი გეგმები გავიხსენეთ დიფერენცირებული სწავლება, ინტერნეტ რესურსებში ვისწავლეთ თუ როგორ მივაბათ ბმული .ვისწავლეთ youtube-ში საჭირო ვიდეოს მოძიება და ბლოგზე გაზიარება. ამისთვის ვიდეოს დაბლა მითითებული შეარ ღილაკი გამოვიყენეთ, შევედით embed video-ში, დავაკოპირეთ ლინკი, გადავედით ბლოგზე და ახალ პოსტში გავააქტიურეთ HTML რეჟიმი, ჩავსვით დაკოპირებული ტექსტი და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. ეს ვიდეო შეგვიძლია, საჭიროებისამებრ ვაჩვენოთ მოსწავლეებს. ვისწავლეთ youtube-დან ვიდეოს გადმოწერა და დამატება, რათა პროექტზე მუშაობს პროცესში თუ დაგვჭირდა მსგავსი მოქმედება, არ გაგვიჭირდეს. ჩექლისტის საშუალებით შევამოწმეთ ჩვენი პორტფოლიო, გამოვასწორეთ ხარვეზები და დავრწმუნდით, რომ ყველა დოკუმენტი წესრიგშია. ჯგუფის ყველა წევრმა გააკეთა თავისი პროექტის წარდგენა წინასწარ მომზადებული პრეზენტაციის საშუალებით. მივიღეთ შენიშვნები, ჩავასწორეთ ხარვეზები.ტრენინმგმა ჩვენი მოლოდინები გაამართლა, იმედი მაქვს მიღებულ ინფორმაციას გამოვიყენებ შემდგომში და დავგეგმავ პროექტს. პროექტის სწავლებისთვის და კიდევ ბევრი რაგაცეების ბლოგზე, დრაივში მუშაობის სწავლისთვის მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს გიორგი არავიაშვილს.
Friday, December 14, 2018
მერვე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე დაიწყო მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის-პრეზენტაციის და პრეზენტაციის რუბრიკის განხილვით. პრეზენტაციის რუბრიკაში შევიტანე მახასიათებლები რომლითაც შეფასედება მოსწავლის ნაშრომი.პროექტში გამოყენებული მაქვს აქტივობა რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად, მოსწავლეების ჯგუფებად გაყოფისთვის ვიყენებ კოლაბორაციულ რუბრიკას, სადაც თითოეული ჯგუფის წევრისთვის შესასრულებელი აქტივობებია ჩამოწერილი. განვიხილეთ კონელის კითხვარი, რომლითაც ფასდება ინტელექტუალური მონაცემები, რომლის საშუალებითაც დავადგენ მოსწავლის შესაძლებლობებს.
ამ შეფასების ინსტრუმენტებს და მეთოდებს მოსწავლეებს წინასწარ ვაცნობ , რაც გამოიწვევს მათ ცართულობას. ასევე სახელმძღვანელოდან გავიგე რომ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები სასურველია მოსწავლეებთან ერთად შევიმუშაო, მომდევნო პროექტისთვის ამ ინსტრუმენტებს შევქმნი მოსწავლეებთან ერთად, რაც მოსწავლეებსაც და მეც დამეხმარება საკითხის უკეთ გაგებაში.იმისათვის რომ ყველა მოსწავლე ჩართული იყოს პროექტში საჭიროა მოვახდინო ფასილიტირება და დიფერენცირება კლასის.ამ მიზნით შევიმუშავებ თითოეული მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე რომელი საჭიროებაც დავადგენ ვ-მ-ვ დიაგრამის საშუალებით და ამ მოსწავლეებისათვის განვსაზღვრავ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობებს პროექტის ფარგლებში. სახელმძღვანელოდან ჩამოვტვირთეთ და ავტვირთეთ ჩვენს ბლოგში რესურსებში და სასწავლო პროექტის დამხმარეში მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომლებიც მომავალშიც დამეხმარება პროექტის დაგეგმვაში.ამის შემდეგ მომდევნო ლექციისთვის მოსამზადებელი მაქვს გეგმის დასრულება , სახელმძღვანელოში გადავხედო 6,7 მოდულებს .
ამ შეფასების ინსტრუმენტებს და მეთოდებს მოსწავლეებს წინასწარ ვაცნობ , რაც გამოიწვევს მათ ცართულობას. ასევე სახელმძღვანელოდან გავიგე რომ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები სასურველია მოსწავლეებთან ერთად შევიმუშაო, მომდევნო პროექტისთვის ამ ინსტრუმენტებს შევქმნი მოსწავლეებთან ერთად, რაც მოსწავლეებსაც და მეც დამეხმარება საკითხის უკეთ გაგებაში.იმისათვის რომ ყველა მოსწავლე ჩართული იყოს პროექტში საჭიროა მოვახდინო ფასილიტირება და დიფერენცირება კლასის.ამ მიზნით შევიმუშავებ თითოეული მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე რომელი საჭიროებაც დავადგენ ვ-მ-ვ დიაგრამის საშუალებით და ამ მოსწავლეებისათვის განვსაზღვრავ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობებს პროექტის ფარგლებში. სახელმძღვანელოდან ჩამოვტვირთეთ და ავტვირთეთ ჩვენს ბლოგში რესურსებში და სასწავლო პროექტის დამხმარეში მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომლებიც მომავალშიც დამეხმარება პროექტის დაგეგმვაში.ამის შემდეგ მომდევნო ლექციისთვის მოსამზადებელი მაქვს გეგმის დასრულება , სახელმძღვანელოში გადავხედო 6,7 მოდულებს .
მეშვიდე დღის რეფლექსია
მეშვიდე დღე დაიწყო საშინაო დავალების განხილვით სასწავლო პროცედურების განხილვით.შემდეგ გადავედით მოსწავლის პრეზენტაციის ნამუშევრის შემოწმებაზე, ჩამოვტვირთეთ მოსწავლის ნამუშევრის ჩეკლისტი და მოვარგეთ ჩვენს თემას და დავიწყეთ პრეზენტაციის გაკეთება. შემდეგ ვისწავლეთ დრაივში როგორ შევქმნათ ვიცი მინდა ვიცოდე ვისწავლე ამის გაკეთება ,, კითხვების შეტანა თავისი სავარაუდო პასუხებით და გამოქვეყნება. მივიღეთ საშინაო დავალება, რომელიც გამოგვადგება მოსწავლეებთან კითხვების ონლაინ შედგენაში ასევე კვლევას თუ ჩავატარებთ.
Sunday, December 9, 2018
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ საშინაო დავალება პრეზენტაცია, ტრენერმა მოგვცა უკუკავშირი. ვისწავლეთ ინფორმაციის სანდოობის დადგენა, ბლოგზე გვერდების დამატება საიდანაც შეგვიძლია მათი პორტფოლიოს ნახვა.ასევე ბლოგზე დავამატეთ "ჩემს შესახებ" 'პორტფოლიო" და ვიდეო მასალა.ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე , ვისწავლეთ როგორ მოვოძიოთ google ში სასურველი ინფორმაცია რაც გვჭირდება. მეგობრების დამატება. განვიხილეთ სხვადასხვა საიტები , იუთუბიდან როგორ გავაზიარო ვიდეო და ჩავსვა ბლოგზე. როგორ მივანიჭო ზომები და შვუცვალო.
Saturday, December 8, 2018
მეხუთე დღის რეფლექსია.
დღეს განვიხილეთ საშინაო დავალება შეფასების სქემები და ტრენერმა მოგვცა უკუკავშირი. ვიმუშავეთ ჯგუფებში,შევიმუშავეთ პრეზენტაციის შექმნის ჩექლისტი სადაც დავწერეთ კითხვები რომელიც გამოგვადგება ჩვენი პრეზენტაციისთვის და ავტვირთეთ ჩვენს გვერდზე., ვისწავლეთ დრაივში პრეზენტაციების აწყობა. სურათის ფონად დაყენება, სლაიდებისთვის სახელების დარქმევა.სლაიდების შეცვლა, ახალი სლაიდების დამატება.გვაქვს დავალება შესასრულებელი პრეზენტაცია უნდა დავასრულოთ მომდევნო დღისთვის.
Friday, December 7, 2018
დღე მეოთხის რეფლექსია
. დღეს გავიმეორეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, ასევე ბუკლეტები და და შევიტანეთ შენიშვნები, დამტავრებისას კი ვიმუშავეთ შეფასების გეგმაზე.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები?
ზოგადი:
- რით ფასობს ადამიანი?
- გვჭირდება თუ არა განათლება?
თემატური:
- რა მნიშვნელობა აქვს განათლებას ადამიანის მორალური და ზნეობრივი ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის?
- თქვენი აზრით რომელი საზოგადოებრივი საქმიანობა არის მნიშვნელოვანი ადამიანის სწორად აღზრდისთვის?
- რა დანიშნულება ჰქონდა ძველად ეკლესია მონასტრებს?
- არის თუ არა ტექნოლოგიების გამოყენება პროგრესის მიმანიშნებელი განათლებაში?
- როგორ ცვლის ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის ხარისხს?
შინაარსობრივი:
- სად და რა მიზნით იქმნებოდა ძველად სკოლები?
- რომელ წელს და ვის მიერ დაარსდა გელათის და იყალთოს აკადემიები?
- რატომ ანიჭებდა დავით აღმაშენებელი გელათის აკადემიას დიდ მნიშვნელობას?
- რა მნიშვნელობა ჰქონდა ინტერნეტის გამოყენებას სწავლებაში?
- რა დადებითი შედეგი მოაქვს სწავლებაში ტექნოლოგიების გამოყენებას?
Monday, December 3, 2018
მესამე დღე რეფლექსია
.დღეს ვისწავლეთ დრაივში ფაილების შექმნა და ფაილების ატვირთვა, ასევე როგორ ვიმუშაო ბროშურაზე, განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა. განვიხილეთ ჩექლისტი. დრაივში შევქმენით საქაღალდეები, ასევე ჩექლისტები.გავეცანით ბროშურის შექმნის სტატეგიებს, რა მასალა უნდა დავიტანოთ მასზე, რა ნაწილებად იყოფა ბროშურა. შემდეგ ავტვირთეთ ჩვენს მიერ შქმნილ საქაღალდეში.
Sunday, December 2, 2018
დღე მეორე რეფლექსია
. დღეს ვისწავლეთ თუმცა ნასწავლი მქონდა სხვა ტრენინგზე და გავიხსენე და ბევრიც ახალი ვისწავლე როგორ შევქმნა ბლოგი, ბლოგზე როგორ შევუცვალო ფერები, როგორ დავამატო გვერდები.დავწერეთ პროექტის გეგმა. დავწერეთ სტატიები, ვისწავლეთ გამოქვეყნება სტატიების.ვისწავლეთ ასევე ინკოგნიტოთ როგორ შევიდეთ სხვამ რომ არ გამოიყენოს ჩვენი მონაცემები.
დღე პირველი "რეფლექსია"
ტრენინგის პირველ დღეს მე გავეცანი პროექტის მიზნებს და ეტაპებს,განვიხილეთ სხვადასხვა პროექტები, გავეცანით სახელმძღვანელოს , რომელიც დაგვეხმარება პროექტის დაწერაში, ასევე გავეცანით გიორგის ბლოგს , სადაც სხვადასხვა რესურსებია განთავსებული. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
Subscribe to:
Posts (Atom)
მეცხრე დღის რეფლექსია
მეცხრე დღეს გადავხედეთ და დავასრულეთ ჩვენი გეგმები გავიხსენეთ დიფერენცირებული სწავლება, ინტერნეტ რესურსებში ვისწავლეთ თუ როგორ მივაბათ ბმული...
-
. დღეს ვისწავლეთ თუმცა ნასწავლი მქონდა სხვა ტრენინგზე და გავიხსენე და ბევრიც ახალი ვისწავლე როგორ შევქმნა ბლოგი, ბლოგზე როგორ შევუცვალო ფერ...
-
ზოგადი: რით ფასობს ადამიანი? გვჭირდება თუ არა განათლება? თემატური: რა მნიშვნელობა აქვს განათლებას ადამიანის მორალური და ზნეობ...
-
.დღეს ვისწავლეთ დრაივში ფაილების შექმნა და ფაილების ატვირთვა, ასევე როგორ ვიმუშაო ბროშურაზე, განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კი...