Saturday, December 15, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე დღეს გადავხედეთ და დავასრულეთ ჩვენი გეგმები გავიხსენეთ დიფერენცირებული სწავლება, ინტერნეტ რესურსებში ვისწავლეთ თუ როგორ მივაბათ ბმული .ვისწავლეთ   youtube-ში  საჭირო  ვიდეოს  მოძიება და  ბლოგზე  გაზიარება. ამისთვის  ვიდეოს  დაბლა მითითებული  შეარ ღილაკი  გამოვიყენეთ, შევედით embed video-ში, დავაკოპირეთ  ლინკი, გადავედით  ბლოგზე  და ახალ  პოსტში  გავააქტიურეთ HTML რეჟიმი, ჩავსვით  დაკოპირებული  ტექსტი  და გამოვაქვეყნეთ  ბლოგზე. ეს  ვიდეო  შეგვიძლია, საჭიროებისამებრ  ვაჩვენოთ მოსწავლეებს. ვისწავლეთ  youtube-დან  ვიდეოს  გადმოწერა  და  დამატება, რათა პროექტზე  მუშაობს  პროცესში  თუ  დაგვჭირდა  მსგავსი  მოქმედება,  არ გაგვიჭირდეს. ჩექლისტის  საშუალებით  შევამოწმეთ  ჩვენი  პორტფოლიო,  გამოვასწორეთ  ხარვეზები  და  დავრწმუნდით, რომ ყველა  დოკუმენტი  წესრიგშია. ჯგუფის  ყველა  წევრმა  გააკეთა თავისი  პროექტის წარდგენა წინასწარ  მომზადებული პრეზენტაციის  საშუალებით. მივიღეთ  შენიშვნები, ჩავასწორეთ  ხარვეზები.ტრენინმგმა ჩვენი მოლოდინები გაამართლა, იმედი მაქვს მიღებულ ინფორმაციას გამოვიყენებ შემდგომში და დავგეგმავ პროექტს. პროექტის სწავლებისთვის და კიდევ ბევრი რაგაცეების ბლოგზე, დრაივში მუშაობის სწავლისთვის მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს გიორგი არავიაშვილს.

კერების რესურსები

იხილეთ ბმული 







იხილეთ ბმული






იხილეთ ბმული

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Friday, December 14, 2018

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე დაიწყო მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის-პრეზენტაციის  და პრეზენტაციის რუბრიკის განხილვით. პრეზენტაციის რუბრიკაში შევიტანე მახასიათებლები რომლითაც შეფასედება მოსწავლის ნაშრომი.პროექტში გამოყენებული მაქვს აქტივობა რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად, მოსწავლეების ჯგუფებად გაყოფისთვის ვიყენებ კოლაბორაციულ რუბრიკას, სადაც თითოეული ჯგუფის წევრისთვის შესასრულებელი აქტივობებია ჩამოწერილი. განვიხილეთ კონელის კითხვარი, რომლითაც ფასდება ინტელექტუალური მონაცემები, რომლის საშუალებითაც დავადგენ მოსწავლის შესაძლებლობებს.
ამ შეფასების ინსტრუმენტებს და მეთოდებს მოსწავლეებს წინასწარ ვაცნობ , რაც გამოიწვევს მათ ცართულობას. ასევე სახელმძღვანელოდან გავიგე რომ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები სასურველია მოსწავლეებთან ერთად შევიმუშაო, მომდევნო პროექტისთვის ამ ინსტრუმენტებს შევქმნი მოსწავლეებთან ერთად, რაც მოსწავლეებსაც და მეც დამეხმარება საკითხის უკეთ გაგებაში.იმისათვის რომ ყველა მოსწავლე ჩართული იყოს პროექტში საჭიროა მოვახდინო ფასილიტირება და დიფერენცირება კლასის.ამ მიზნით შევიმუშავებ თითოეული მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე რომელი საჭიროებაც დავადგენ ვ-მ-ვ დიაგრამის საშუალებით და ამ მოსწავლეებისათვის განვსაზღვრავ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობებს პროექტის ფარგლებში. სახელმძღვანელოდან ჩამოვტვირთეთ და ავტვირთეთ ჩვენს ბლოგში რესურსებში და სასწავლო პროექტის დამხმარეში მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომლებიც მომავალშიც დამეხმარება პროექტის დაგეგმვაში.ამის შემდეგ მომდევნო ლექციისთვის მოსამზადებელი მაქვს გეგმის დასრულება , სახელმძღვანელოში გადავხედო 6,7 მოდულებს .

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეშვიდე დღე დაიწყო საშინაო დავალების განხილვით  სასწავლო პროცედურების განხილვით.შემდეგ გადავედით მოსწავლის პრეზენტაციის  ნამუშევრის შემოწმებაზე, ჩამოვტვირთეთ მოსწავლის ნამუშევრის ჩეკლისტი და მოვარგეთ ჩვენს თემას და დავიწყეთ პრეზენტაციის გაკეთება. შემდეგ ვისწავლეთ დრაივში როგორ შევქმნათ ვიცი მინდა ვიცოდე ვისწავლე ამის გაკეთება ,, კითხვების შეტანა თავისი სავარაუდო პასუხებით და გამოქვეყნება. მივიღეთ საშინაო დავალება, რომელიც გამოგვადგება მოსწავლეებთან კითხვების ონლაინ შედგენაში ასევე კვლევას თუ ჩავატარებთ.

Sunday, December 9, 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ საშინაო დავალება პრეზენტაცია, ტრენერმა მოგვცა უკუკავშირი. ვისწავლეთ ინფორმაციის სანდოობის დადგენა, ბლოგზე გვერდების დამატება საიდანაც შეგვიძლია მათი პორტფოლიოს ნახვა.ასევე ბლოგზე დავამატეთ "ჩემს შესახებ" 'პორტფოლიო" და ვიდეო მასალა.ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე , ვისწავლეთ როგორ მოვოძიოთ google  ში სასურველი ინფორმაცია რაც გვჭირდება. მეგობრების დამატება. განვიხილეთ სხვადასხვა საიტები , იუთუბიდან როგორ გავაზიარო ვიდეო და ჩავსვა ბლოგზე. როგორ მივანიჭო ზომები და შვუცვალო. 

Saturday, December 8, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია.

დღეს განვიხილეთ საშინაო დავალება შეფასების სქემები და ტრენერმა მოგვცა უკუკავშირი. ვიმუშავეთ ჯგუფებში,შევიმუშავეთ პრეზენტაციის შექმნის ჩექლისტი სადაც დავწერეთ კითხვები რომელიც გამოგვადგება ჩვენი პრეზენტაციისთვის და ავტვირთეთ ჩვენს გვერდზე., ვისწავლეთ დრაივში პრეზენტაციების აწყობა. სურათის ფონად დაყენება, სლაიდებისთვის სახელების დარქმევა.სლაიდების შეცვლა, ახალი სლაიდების დამატება.გვაქვს დავალება შესასრულებელი პრეზენტაცია უნდა დავასრულოთ მომდევნო დღისთვის.

მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე დღეს გადავხედეთ და დავასრულეთ ჩვენი გეგმები გავიხსენეთ დიფერენცირებული სწავლება, ინტერნეტ რესურსებში ვისწავლეთ თუ როგორ მივაბათ ბმული...